პროექტის სახელი: რაჭა და რაჭველები
2. პროექტის მოკლე მიმოხილვა: მოსწავლეები იკვლევენ ყველაფერს რაჭისა და რაჭველების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ რაჭის გეოგრაფიულ მდებარეობას, დაგეგმავენ საექსკურსიო მარშუტს,მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილს.გამოიკვლევენ სამკურნალო თვისებებს,მინერალური წყლების,ჰაერის ქიმიურ შემადგენლობას, ფლორას, ფაუნას, რაჭველების ადათ-წესებს, კულტურას. მოიძიებენ ღირსშესანიშნაობებს, ძეგლებს, ეკლესიებს, გადაიღებენ სურათებს. შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათგან ლეგენდებს, თქმულებებს. გაეცნობიან რაჭის დღესასწაულებს, ფოლკლორს, სამზარეულოს, ენა/დიალექტს. შეაგროვებენ ინფორმაციას იმ ადგილის მოსახლეობის რაოდენობისა და მიგრაციის შესახებ. გამოიკლვევენ სად უფრო მეტი დამსვენებელი ჩადის (რომელ სოფელში).
განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი და უფრო ჭეშმარიტი წარმოდგენა შეექმნებათ რაჭაზე, მის სამკურნალო რესურსებზე. მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას და განათავსებენ თავიანთ პროექტებს ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-17
5. ვადები: 3თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შთაბეჭდილებების გაზიარება, ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება, გამოფენის მოწყობა, ინტერვიუს აღება იქაური მაცხოვრებლებისაგან. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაახლოებას, ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ სირთულეების გადალახვას და დამოუკიდებელ მუშაობას.
7. მოსალოდნელი შედეგები: ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ რაჭაზე, შექმნიან ფოტოალბომს, ჩანახატებს, ბლოგს შექმნილი მასალების მიხედვით, შეადარებენ ტრადიციებს, აიღებენ ინტერვიუს, გააკეთებენ ვიდეო-ფილმს.
8. სარგებელი სხვებისთვის: რაჭის ნახვა, მისი შესწავლა, მოძიებული მასალის დემოსტრირება, ტურიზმის განვითარება, რაჭველების ყოფაცხოვრების შესწავლა. მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციებს რაჭის ისტორიის, გეოგრაფიის, ფოლკლორის შესახებ. გაეცნობიან რაჭის კურორტებს, ძეგლებს, ეკლესიებს, ღირსშესანიშნაობებს და კულტურას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული: წაიკითხავენ და გაანალიზებენ სხვადასხვა ტიპის ტექსტებს და ისწავლიან ამ შესანიშნავი კუთხის თვითმყოფადობას.
გეოგრაფია: განსაზღვრავენ ზღვის დონიდან კურორტის მდებარეობას, რომელ სარტყელშია, როგორი კლიმატით ხასიათდება.
ბიოლოგია: გაეცნობიან კურორტის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ქიმია: განსაზღვრავენ წყლისა და ჰაერის შემადგენლობას.
ისტორია: გაიღრმავებენ მხარის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, დემოგრაფიულ, სამეურნეო მნიშვნელობას. მოიძიებენ და შეისწავლიან სანდო ისტორიულ წყაროებს.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო მაისურაძე
საინფორმაციო მენეჯერი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nini.maisuradze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac55d915. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nini-ninka87.blogspot.com